მასაჟი

მასაჟი

მასაჟი ოდითგანვე გამოიყენება სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ და სარეაბილიტაციოდ. არ არსებობს არც ერთი ძველი ცივილიზაცია, სადაც არ გამოიყენებოდა ეს მეთოდი. დღეს მასაჟს აქვს ბევრი ნაირსახეობა – კოსმეტიკური, წერტილოვანი, თაფლის, ვაკუუმური (ქილებით) და ა.შ. თუმცა, დღემდე, ყველაზე ეფექტურია სამკურნალო მასაჟი. მისი არსი არის ხელების ზემოქმედება პაციენტის კუნთებზე, სახსრებზე, იოგებზე, ნერვულ დაბოლოებებზე. არ არსებობს მედიცინის არც ერთი განხრა, რომელშიც არ შეუძლია დახმარება სამედიცინო მასაჟს. ჩვენი ცენტრის სპეციალისტები ფლობენ მეთოდიკას, რომელიც შეიძლება ეფექტურად დაგეხმაროთ

შემდეგი პათოლოგიების მკურნალობაში:

  • ნერვული სისტემის პათოლოგიები
  • საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები
  • სასუნთქი სისტემის პათოლოგიები

მასაჟი უტარდებათ ყველაზე პატარა პაციენტებსაც, მათ შორის ახალშობილებსაც. რადგანაც ბავშვის ორგანიზმი განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ორგანიზმისგან, ჩვენი სპეციალისტი ფლობს სწორედ ბავშვებთან მუშაობის ტექნიკას და ითვალისწინებს საბავშვო ასაკის ფიზიოლოგიას. მასაჟი სასარგებლოა არა მხოლოდ პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის, არამედ ჯანმრთელი ადამიანებისთვისაც სხვადასხვა დაავადების პროფილაქტიკის მიზნით. ჩვენი სპეციალისტი დაგეხმარებათ ინდივიდუალური პროგრამის შერჩევაში, რომელიც ეფექტური იქნება კონკრეტული პაციენტისთვის მისი მდგომარეობისა და პრობლემების გათვალისწინებით.

მასაჟის რამდენი სეანსის გავლა არის საჭირო?

იმისათვის, რომ სხეულის რომელიმე ნაწილში მოიხსნას ლოკალური პრობლემა, მაგალითად, გაქრეს ტკივილი ან სპაზმი, საჭიროა მასაჟის 3-4 სეანსი. მიუხედავად ამისა, მიღებული ეფექტის გასამყარებლად აუცილებელია კიდევ მინიმუმ 3 პროცედურის ჩატარება. ზოგიერთ შემთხვევაში სპეციალისტმა შეიძლება რეკომენდაცია გაუწიოს მასაჟის კურსების გავლას წელიწადში რამდენჯერმე, რამდენიმე თვიანი ინტერვალებით. თითოეული პაციენტისთვის აუცილებელი სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია პრობლემის სიმძიმეზე, მის გავრცელებაზე და ეფექტის დადგომის სისწრაფეზე.

აქვს თუ არა მასაჟს უკუჩვენებები?

მასაჟი სერიოზული პროცედურაა, რომელიც ახდენს ორგანიზმის რამდენიმე სისტემის სტიმულირებას ერთდროულად. ამიტომაც, არ ღირს მასაჟის ჩატარება, თუკი გაქვთ:

  • მწვავე დაავადებები, ან ქრონიკული დაავადებები გამწვავების პერიოდში
  • რაიმე სახის ჩირქოვანი პროცესები ორგანიზმში
  • სისხლის დაავადებები, მომატებული სისხლდენა
  • ნებისმიერი სახის სიმსივნე
  • გულსისხლძარღვთა, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემების მძიმე დაავადებები

1 წლამდე ასაკის ბავშვებში როდის შეიძლება მასაჟის დაწყება?

ხშირად მშობლები მოგვმართავენ მათი ბავშვებისთვის მასაჟის გაკეთების თხოვნით პროფილაქტიკური მიზნებისთვის, რათა მოხდეს მათი ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების მხარდაჭერა. ასეთ შემთხვევაში მასაჟი ინიშნება 3 თვიდან.

თუმცა, თუკი თქვენ ბავშვს აქვს რაიმე სერიოზული პრობლემა, მაგალითად, კუნთოვანი კისერმრუდობა, კუნთების ჰიპერ ან ჰიპო ტონუსი, მასაჟი შეიძლება უფრო ადრეულ ასაკშიც ჩატარდეს.

კითხვის დასმა

    მიღებას ატარებს

    ნელი გიორგაშვილი

    მასაჟისტი და აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

    იღებს ზრდასრულებს და  ბავშვებს. სპეციალისტი ატარებს მასაჟის შემდეგ სახეობებს: კლასიკური, სამკურნალო, ანტიცელულიტური, მომადუნებელ, თაფლის, საბავშვო. ფლობს რბილი ქსოვილების ტექნიკებით სხეულთან მუშაობის დროს, კინეზოთერაპიის, აკუპრესურის (წერტილოვანი მასაჟი), ხერხემლის და სახსრების მობილიზაციის, კინეზოთერაპიის (ძირითადი კურსი) ტექნიკებს. სწავლება გაიარა სასწავლო ცენტრში “იმედი”, “Caritas Georgia”, ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში.

     

    საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

    სერტიფიკატი

    მიღებას ატარებს

    ანა მეცხვარიშვილი

    ექიმი-რეაბილიტოლოგი, აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

    დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რეაბილიტაციის ფაკულტეტი. გაიარა დამატებითი სწავლება სპორტულ მედიცინაში და რეაბილეტაციაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ფლობს კინეზოთერაპიის ხერხემლის და სახსრების მობილიზაციის ტექნიკას მუშაობს ბავშვებთან და ზრდასრულებთან

     

    საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

    სერტიფიკატი

    მიღებას ატარებს

    ლიკა ავეტისიანი

    ექიმი-რეაბილიტოლოგი, კინეზიოტერაპევტი, აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

    დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რეაბილიტაციის ფაკულტეტი. გაირა დამატებითი სწავლება კინეზიოტერაპიის ტექნიკებში, რეაბილეტაციაში, ხერხემლის და სახსრების მობილიზაციაში

     

    საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

    სერტიფიკატი

    მიღებას ატარებს

    ოლგა ვაჟნინა

    მასაჟისტი

    კლასიკური, სამკურნალო, სპორტული და ლიმფოდრენაჟული მასაჟის სპეციალისტი. ფლობს ტანის კორექციის ტექნიკებს. განათლება აქვს მიღებული შაფკსაში. (შორეული აღმოსავლეთის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო აკადემია). ადაპტირებული ფიზიკური რეაბილიტაციის კათედრაზე დამატებითი განათლება: მოსკოვის საგანმანათლებლო ცენტრში.

    სასაუბრო ენა: ინგლისური, რუსული

    სერტიფიკატი

    მიღებას ატარებს

    ვლადისლავ სკრიაბინი

    მასაჟისტი

    2023 წელს წარჩინებით დაამთავრა მასაჟის კავკასიური სკოლა.მუშაობს ზრდასრულებთან. არის კლასიკური, სამკურნალო და სპორტული მასაჟის სპეციალისტი.

    სასაუბრო ენა: ინგლისური, რუსული

    სერტიფიკატი