თავის ტკივილი და თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

თავის ტკივილის მიზეზები მრავალგვარია.

მაგალითად, დარღვევები ხერხემლის კისრის განყოფილებაში    ან საკრამის არაფიზიოლოგიური მდებარეობა, რომელიც წარმოიქმნება ტრავმის, ოპერაციის, მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგად.

როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან საკრამი და თავის ტკივილი?

თავს და საკრამს ერთმანეთთან აკავშირებს ტვინის მყარი გარსი, საკრამის  არასწორი მდებარეობა  ქმნის ტვინის  მყარი გარსის დაჭიმულობას , რომელიც მთელ  მის სიგრძეზე იგრძნობა. ვენური სინუსები ასევე ჩართულია ამ პროცესში, ეს ნიშნავს, რომ  დარღვეულია  ვენური გადინება  თავის ქალის ღრუდან, რაც  თავის ტკივილის სახით ვლინდება.

ასევეა კისერი:  კისრის ერთი რომელიმე მალის მდებარეობის შეცვლაც კი  გავლენას ახდენს ხერხემლის არტერიებში სისხლის მიმოქცევაზე, რაც იწვევს თავბრუსხვევასა და თავის ტკივილს.

თავის ტკივილის მიზეზები გაცილებით მეტია, ვიდრე აღნიშნული ორი. თავბრუსხვევა და თავის ტკივილი – ეს თქვენი სხეულის ნიშანია, რომ დახმარება სჭირდება. არ გადადოთ ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარება, მიმართეთ სპეციალისტებს.

ოსტეოპათიის ცენტრში მკურნალობას კომპლექსურად ვუდგებით: ვიყენებთ ოსტეოპათიურ კორექციას თერაპიულ მასაჟთან და აღდგენით ფიტნესთან ერთად,  ასევე ვითვალისწინებთ  თქვენი ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მიღება ოსტეოპათთან

ჩაეწერეთ  მიღებაზე

+995 555 109 606