ოსტეოპათია

ოსტეოპათია

ოსტეოპათია არის მედიცინის დარგი, რომელიც ორგანიზმს განიხილავს როგორც ერთიან სისტემას. სწორედ ამიტომ არის, რომ ექიმი ოსტეოპათი კურნავს არც ცალკეულ დაავადებებსა და სიმპტომებს, არამედ კონკრეტულად ადამიანს.

ოსტეოპათია შეუცვლელია შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ტკივილი ზურგისა და კისრის არეში (ოსტეოქონდროზი, მალთაშორისი თიაქარი და ა.შ.)
  • სახსრების ტკივილი
  • თავის ტკივილი და თავბრუსხვევა
  • ძილის დარღვევა
  • ნერვული სისტემის დაავადებები
  • კუჭ-ნაწლავის დაავადებები
  • გინეკოლოგიური დაავადებები

მკურნალობისთვის ექიმი მხოლოდ ხელებს იყენებს, შესაბამისად, მეთოდი დამზოგველი და უმტკივნეულოა. სპეციალისტი ხელებს აკურატული მოძრაობით აღადგენს ორგანოებისა და ქსოვილების მოძრაობას, შედეგად უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და ინნერვაცია. საბოლოოდ, ქრება არა მხოლოდ ტკივილი, არამედ მისი გამომწვევი მიზეზიც. ხშირია შემთხვევები, როდესაც ეფექტი პირველი პროცედურის დასრულებისთანავე იჩენს თავს.

ოსტეოპათია არ არის არც მასაჟის ერთ-ერთი სახეობა და არც მანუალური თერაპია, ეს არის ორგანიზმის თვითრეგულირების აღდგენის თანამედროვე მეთოდი.

რამდენი ხანი გრძელება ერთი სეანსი?

ოსტეოპათიური მკურნალობის ერთი სეანსი ზრდასრული ადამიანისთვის გრძელდება 40-45 წუთი, ხოლო ბავშვებისთვის – 30-40 წუთი. სეანსის დაწყებისას ტარდება ორგანიზმის ოსტეოპათიური დიაგნოსტიკა, შემდეგ კი ხდება ორგანიზმში აღმოჩენილი დარღვევების კორექცია. სეანსის ბოლოს ექიმი ატარებს განმეორებით კვლევას, რათა შეაფასოს პროცედურის ეფექტურობა.

რამდენი სეანსი არის საჭირო მკურნალობის სრული კურსისათვის?

სეანსების რაოდენობა ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის, ყველაფერი დამოკიდებულია ჩივილებზე, მდგომარეობაზე და პრობლემის გაოხატულობაზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუკი პაციენტი მოგვმართავს ზურგის ტკივილების გამო, მდგრადი შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია ოსტეოპათიური მკურნალობის 3-5 სეანსის ჩატარება.

რით განსხვავდება ოსტეოპათია მანუალური თერაპიისგან?

მიუხედავად იმისა, რომ მანუალური თერაპევტიც იყენებს ხელებს პაციენტების სამკურნალოდ, მისი და ოსტეოპათის მუშაობას შორის დიდი სხვაობაა. პირველ რიგში  ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მანუალური თერაპევტი თითქმის ყოველთვის მუშაობს ძვლოვან-კუნთოვან სისტემაზე, ხოლო ოსტეოპათი მოიცავს ყველა ორგანოს, ახდენს მათ ბალანსირებას და ადაპტირებას ერთმანეთთან, რათა მთლიანობაში ორგანიზმმა ჰარმონიულად იმუშაოს.

კითხვის დასმა

    მიღებას ატარებს

    ელიზავეტა ასტახოვა

    ოსტეოპათი

    დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. სწავლობდა ოსტეოპათიას სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილოეთ-დასავლური სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ოსტეოპათიის ინსტიტუში.

    საკონტაქტო ენები: რუსული, ინგლისური

    სერტიფიკატები

    სვეტლანა ვლას

    ოსტეოპათი

    შეისწავლა ოსტეოპათია ეკატერინბურგში ვისცერალური თერაპევების პროფესიული ასოციაციაციაზე დაფუძნებით. ფლობს მიოფასციალური მოდუნების, სომატური დისფუნქციების კორექციის ვისცერალურ და სტრუქტურალურ ტექნიკებს. დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

    საკონტაქტო ენები: რუსული

    სერტიფიკატები

    თეონა ძიძავა

    ოსტეოპათი

    დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი . ორდინატურა ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში სპეციალობით ” მეან – გინეკოლოგი”. განაგრძობს დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

    საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული

    სერტიფიკატები

    ვლადიმერ არაქელიანი

    ოსტეოპათი

    დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი “სამკურნალო ფაკულტეტი” . ორდინატურა და ასპირანტურა ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში სპეციალობით ” ქირურგია”. დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

    საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

    სერტიფიკატები