ზურგის ტკივილი

ზურგის ტკივილი

ზურგში ტკივილის გამომწვევი მიზეზები:

1.ხერხემლის პრობლემები: ოსტეოქონდროზი,  მალთაშუა დისკების თიაქარი , ხერხემლის გადაადგილება (სპონდილოლისთეზი), ძვლის ქსოვილის სიმსივნური წარმონაქმნი, სპონდილოზი, ნერვული დაბოლოებების მოყოლა, ანთებითი ან ტრავმული ხასიათის ნევრალგია და სხვა.

2.ჭარბი წონა. გასუქების შემთხვევაში ხერხემალი განიცდის ზემდეტ (ჭარბ) დატვირთვას, ამასთან იცვლის ფორმას, მრუდდება, რაც  ხდება ტკივილის მიზეზი.

  1. დაცემის, ავარიის ან უბედური შემთხვევის შედეგად მიღებული ტრავმები.
  2. გულის, თირკმელების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების დაავადებები.
  3. გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვები.
  4. მჯდომარე ცხოვრების წესი.
  5. ოპერაციის შემდგომი პერიოდი, ნაწიბურების არსებობა. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის თვისებაა თავისკენ დაჭიმოს გარშემო არსებული ქსოვილები, ორგანოები და მათი იოგები, მათი მდებარეობის და ფუნქციის დარღვევით, ვინაიდან შინაგანი ორგანოების იოგები ერთ-ერთი დაბოლოებით მაგრდება სხეულში რომელიმე ძვლოვან წარმონაქმნზე, მათი დაჭიმვისას ეს ძვლის სტრუქტურები, ასევე იცვლის თავის მდებარეობას, სხეულში ბიომექანიკური დაზიანების წარმოქმნით, რომელიც იწვევს ზურგის ტკივილს.

ზურგის ტკივილი არ არის სასიამოვნო!  მისგან გასათავისუფლებლად  ბევრი იყენებს გამახურებელ ან გამაყუჩებელ მალამოებს. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ ტკივილს დროებით აყუჩებს  და არ გადაჭრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას.

ოსტეოპათიური მიდგომის ფასეულობა მდგომარეობს იმაში, რომ გამოვლენილი იქნას ტკივილის ნამდვილი მიზეზი. გაოცდებით, მაგრამ საკმაოდ ხშირად ტკივილის მიზეზი არ არის ის ადგილი, რომელიც ყველაზე მეტად გაწუხებთ.

 

უფრო დეტალურად იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მიღება ოსტეოპათთან

ოსტეოპათიის ცენტრში,  ზურგის ტკივილის მკურნალობას კომპლექსურად ვუდგებით: ვიყენებთ ოსტეოპათიურ კორექციას, სამკურნალო მასაჟს, აღდგენით ფიტნესს, თქვენი სხეულის ინდივიდუალური მახასიათებლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ჩაეწერეთ  მიღებაზე

+995 555 109 606