ოსტეოპათია ორსულობის დროს

ფეხმძიმობა, მშობიარობის შემდგომი აღდგენა

ქალის ჯანმრთელობა: ფეხმძიმობა, მშობიარობის შემდგომი აღდგენა:

ქალის ორგანიზმში მიმდინარეობს გლობალური ფიზიოლოგიური ცვლილებები. მაგალითად, ხდება სხეულის სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება, იცვლება საკრამის და შინაგანი ორგანოების მდებარეობა. ეს აისახება მომავალი დედის განწყობაზე:  ქალი გრძნობს ჰაერის უკმარისობას, გულძმარვას, ფეხების დაბუჟებას, წელის ტკივილს და სხვა უსიამოვნო გამოვლინებებს.

რითი არის სასარგებლო ოსტეოპათიური კორექცია ორსულობის პერიოდში? ოსტეოპათი ქალის ორგანიზმს ეხმარება ცვლილებებთან ადაპტირებაში მედიკამენტების  გარეშე. ოსტეოპათიური კორექციის შედეგად ნორმალიზდება კუნთების ტონუსი, ხდება სახსრების და შინაგანი ორგანოების ჰარმონიული მდგომარეობის აღდგენა, დატვირთვა ხერხემალზე თანაბრად ნაწილდება. უმჯობესდება ლიმფის და სისხლის დინება, ნორმალიზდება სისხლის მიმოქცევა მენჯისა და მუცლის ღრუს ორგანოებში, რაც ხელს უწყობს მათ მუშაობას გაზრდილი დატვირთვის პირობებში. ოსტეოპათიური ზემოქმედების ეფექტის გასამყარებლად, სპეციალისტი ორსულ ქალს ურჩევს სპეციალურ ტანვარჯიშს, რომლის კურსის გავლა მას შეუძლია ცენტრში ან დამოუკიდებლად.

ოსტეოპათიური კორექცია ასევე მნიშვნელოვანია მშობიარობის შემდგომ პერიოდშიც, მენჯისთვის, მცირე მენჯის ორგანოებისთვის, მენჯის დიაფრაგმისთვის ფიზიოლოგიური მდგომარეობის დასაბრუნებლად, მშობიარობის შემდგომი სტრესის შემდეგ დაძაბულობის მოსახსნელად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. იმ შემთხვევაში, თუ მშობიარობამ საკეისრო კვეთით ჩაიარა ან გამოყენებული იქნა ეპიზიოტომია, მნიშვნელოვანია ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის ოსტეოპათიური  დამუშავება, ორგანიზმზე მისი ნეგატიური  გავლენის შესამცირებლად.

დაწვრილებით იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მიღება ოსტეოპათთან

ჩაეწერეთ მიღებაზე შემდეგ ნომერზე

+995 555 109 606