სამკურნალო ფიზკულტურა

ყველასთვის ცნობილი ფრაზა იმის შესახებ, რომ მოძრაობა – ცხოვრებაა, მხოლოდ სიტყვები არ არის, ეს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტური მეთოდია. საკონტაკტო ფიტნესის ეფექტურობა დასტურდება იმით, რომ ის მედიცინის ცალკე განშტოებაა და სამეცნიერო სპეციალობად ითვლება.

საკონტაკტო ფიტნესი არის მეთოდი, რომელიც შედგება მრავალი სპეციალიზირებული ვარჯიშისა და კომპლექსური მოძრაობებისგან, რომლებიც გარკვეულ რითმში სრულდება. ეს მეთოდი გამოიყენება ზურგის, სახსრების, კუნთების პათოლოგიის დაავადებების სამკურნალოდ, ასევე რეაბილიტაციისთვის პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ინფარქტი და ინსულტი, ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ტრავმების შემდგომ აღდგენის პერიოდში, მოტეხილობებისა და ამოვარდნილობების დროს. მეთოდი შეუცვლელია მათთვის, ვინც გადაწყვიტა მიმართოს ცხოვრების ჯანსაღ წესს და სურს წონაში დაკლება. ბავშვებში სამკურნალო ფიზკულტურის მეშვეობით შესაძლებელია დგომის, ფეხმრუდობის გამოსწორება, ასევე შესაძლებელია ბრძოლა ბრტყელტერფიანობასთან. სამკურნალო ფიზკულტურა საუკეთესო შედეგს იძლევა ოსტეოპათიური მკურნალობისა და მასაჟის სეანსებთან ერთად.

როგორ ტარდებააღდგენითი ფიტნესი?

სამკურნალო ფიზკულტურის ვარჯიში ეს არის განსაზღვრული, ინდივიდუალურად შერჩეული სავარჯიშოების კომპლექსი, რომელიც სპეციალურად აღჭურვილ დარბაზში ტარდება. სეანსის ხანგრძლივობა 40 წუთიდან 1 საათამდე მერყეობს. ბავშვებისთვის სეანსები თამაშის სახეს იღებს ბურთებით, სახტუნაოებით და სპეციალური ხალიჩებით.

რა შემთხვევებში არის აღდგენითი ფიტნესი ყველაზე ეფექტური?

სამკურნალო ფიზკულტურაში საუკეთესო შედეგები აქვთ ბავშვებს და მოზარდებს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ ასაკში ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატი. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში მაქსიმალურად ეფექტურია მკურნალობა დგომის დაღვევის, სქოლიოზის, ბრტყელტერფიანობის, ფეხმრუდობის და ა.შ.

რამდენ ხანს ნარჩუნდება აღდგენითი პროცედურის ეფექტი?

სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარებული კურსის ეფექტი, როგორც წესი, ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვით. კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტი აძლევს პაციენტს რეკომენდაციებს სავარჯიშოების შესასრულებლად სახლის პირობებში. თუკი პაციენტი მათ რეგულარულად და სწორად შეასრულებს, ეფექტი განუსაზღვრელად დიდი დროით შენარჩუნდება.

აღდგენითი ფიტნესი

მიღებას ატარებს

ნელი გიორგაშვილი

მასაჟისტი და აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

იღებს ზრდასრულებს და  ბავშვებს. სპეციალისტი ატარებს მასაჟის შემდეგ სახეობებს: კლასიკური, სამკურნალო, ანტიცელულიტური, მომადუნებელ, თაფლის, საბავშვო. ფლობს რბილი ქსოვილების ტექნიკებით სხეულთან მუშაობის დროს, კინეზოთერაპიის, აკუპრესურის (წერტილოვანი მასაჟი), ხერხემლის და სახსრების მობილიზაციის, კინეზოთერაპიის (ძირითადი კურსი) ტექნიკებს. სწავლება გაიარა სასწავლო ცენტრში “იმედი”, “Caritas Georgia”, ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში.

 

საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

სერტიფიკატი

მიღებას ატარებს

ლიკა ავეტისიანი

ექიმი-რეაბილიტოლოგი, კინეზიოტერაპევტი, აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რეაბილიტაციის ფაკულტეტი. გაირა დამატებითი სწავლება კინეზიოტერაპიის ტექნიკებში, რეაბილეტაციაში, ხერხემლის და სახსრების მობილიზაციაში.

 

საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

სერტიფიკატი

მიღებას ატარებს

ანა მეცხვარიშვილი

ექიმი-რეაბილიტოლოგი, აღდგენითი ფიტნესის სპეციალისტი

დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი, რეაბილიტაციის ფაკულტეტი. გაიარა დამატებითი სწავლება სპორტულ მედიცინაში და რეაბილეტაციაში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ფლობს კინეზოთერაპიის ხერხემლის და სახსრების მობილიზაციის ტექნიკას მუშაობს ბავშვებთან და ზრდასრულებთან.

 

საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

სერტიფიკატი