სკოლა

ოსტეოპათიის კავკასიური სკოლა

რა არის ოსტეოპათია?

ოსტეოპათია – ეს არის მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე ხელებით ზემოქმედებას. ოსტეოპათია არც მასაჟის სახეობაა და არც მანუალური თერაპია. მანუალური თერაპევტი და მასაჟისტი მუშაობენ მხოლოდ ძვლოვან და კუნთოვან სისტემასთან, მაშინ, როდესაც ოსტეოპათი ყურადღებას უთმობს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილს, მათ ერთმანეთთან ადაპტირებასა და ბალანსს, მთლიანი ორგანიზმის ჰარმონიული მუშაობის მიზნით.

ვის შეუძლია გახდეს ოსტეოპათი

ოსტეოპათები, პირველ რიგში, პროფესიანალი ექიმები არიან. კლინიკური აზროვნება, ანატომიისა და ფიზიოლოგიის შესანიშნავი ცოდნა –  ის უმთავრესი საკითხებია, რაც ოსტეოპათს ოსტეოპათად აქცევს. კლინიკური აზროვნების საშუალებით ხდება პაციენტის ორგანიზმში არსებულ დარღვევათა შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აღმოჩენა. ასევე იმის განსაზღვრა, ორგანიზმში გამოვლენილი დარღვევებიდან რომელია პირველადი, ანუ, მათგან რომელია დანარჩენ დარღვევათა ჯაჭვის გამომწვევი.

კლინიკური აზროვნება გამოუმუშავდებათ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებსაც მედიცინის დარგში საბაზისო აკადემიური განათლება აქვთ მიღებული. ამგვარად, ოსტეოპათიის სკოლაში მიიღებიან ექიმები, რეაბილიტოლოგები და სტუდენტები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამედიცინო უნივერსიტეტის სამი კურსი.

როგორ მიმდინარეობს სწავლება

სწავლა გრძელდება ორი წელი, ყოველთვიურად ოთხდღიანი სემინარების ფორმატში. ერთი სასწავლო წელი მოიცავს ათ სემინარს.

სწავლება მიმდინარეობს ექვსი ადამიანისგან შემდგარ მცირე ჯგუფებში. ეს საშუალებას იძლევა, თითეულ სტუდენტს ინდივიდუალურად მივუდგეთ, ვასწავლოთ პრაქტიკული ტექნიკები, „ხელი გავუჩვიოთ“ ყოველ მათგანს,  ვიმუშავოთ მათ შეცდომებზე.

შედარებისთვის – ოსტეოპათიის სხვა სკოლებში სტუდენტთა ნაკადში ოცდაათი-ორმოცი ადამიანია.

ყოველი სემინარი მოიცავს თეორიის ბლოკს, პრაქტიკული ტექნიკის შესწავლას, კლინიკურ გარჩევებს (ოსტეოპათიური მკურნალობის პრაქტიკას რეალურ პაციენტებთან).

სწავლის დასრულების შემდეგ სტუდენტები აბარებენ სამ გამოცდას: თეორიულ, პრაქტიკულ და კლინიკურ საკითხებში.

სასწავლო გეგმა

სწავლის საფასური

ერთი სასწავლო წლის ღირებულებაა 8000 (რვა ათასი) ლარი.

გადახდა შესაძლებელია ნაწილობრივი დაფარვით – 800 (რვაასი) ლარი ყოველი სემინარის წინ.

სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელია სასწავლო ხელშეკრულების გაფორმება და პირველადი გადახდა 800 (რვაასი) ლარის ოდენობით (პირველი სემინარის საფასურის დაფარვა).

რომელ ენაზე ვასწავლით

სწავლება მიმდინარობს ორ ჯგუფად – ერთ ჯგუფთან ქართულ, ხოლო მეორე ჯგუფთან რუსულ ენაზე.

გამოხმაურება

მასწავლებლები

სკოლის ყველა მასწავლებელი პრაქტიკოსი ოსტეოპათი და უმაღლესი განათლების მქონე ექიმია.

DSC00890

ლიზა ასტახოვა

ოსტეოპათი, მეან-გინეკოლოგი

სვეტლანა ვლასი

ოსტეოპათი, რეაბილიტოლოგი

თეონა ძიძავა

ოსტეოპათი, მეან-გინეკოლოგი

ვლადიმერ არაქელიანი

ოსტეოპათი, ქირურგი

როგორ გავხდე სტუდენტი

    სასწავლო კურსზე განაცხადის დასატოვებლად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე +995 558 79 99 07 (ზარები, WhatsApp, Viber) ან მოგვწერეთ ელფოსტაზე school.of.osteopathy@gmail.com

     

    კიდევ გაქვთ შეკითხვა?

    დაგვიკავშირდით