რა არის ოსტეოპათია

რა არის ოსტეოპათია

ოსტეოპათიას უწოდებენ მკურნალობის შედარებით ახალ მეთოდს, რომელიც ეფუძნება ხელებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე. ოსტეოპათი ადამიანს განიხილავს არა როგორც ცალკეული ორგანოების, კუნთების, ძვლების, იოგების ერთობლიობას, არამედ როგორც ერთიან თვითრეგულირებად სისტემას. ხელების საშუალებით  ოსტეოპათს შეუძლია შეაფასოს ქსოვილების  (მაგალითად, კუნთების, ფასციების) მოძრაობა, განლაგება, შეკუმშვის რითმი, სიმკვრივე და ტემპერატურაც კი. ასევე ხელების დახმარებით, მათი თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით, შესაძლებელია დადგენილი ცვლილებების კორექცია. მეთოდის ფასეულობა იმაშია, რომ შესაძლებელია დაავადების „გამოჭერა“ და შეჩერება მისი განვითარების ყველაზე ადრეულ სტადიებში, როდესაც არც ანალიზები, არც ექო, არც რენტგენი არ აჩვენებს დაავადების სიმპტომებს. რადგანაც არ გამოიყენება ქიმიური პრეპარატები, მეთოდი უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაძლებელია ახალშობილებსა და ორსულ ქალებში. ოსტეოპათია მკურნალობის აღიარებული მეთოდია როგორც რუსეთში, ისე ევროპასა და აშშ-ში. ტყუილად არ არის ნათქვამი, რომ ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ოსტეოპათიის შემთხვევაში ეს არის ახლებური გამოყენება ძველად გავრცელებული მკურნალობის მეთოდებისა. მაგალითად, ძველ ჩინურ მედიცინაში გამოცდილ ექიმს შეეძლო ადამიანის პულსის ათასამდე ნაირსახეობის გარჩევა.

ოსტეოპათია არ უპირისპირდება ტრადიციულ მედიცინას, ის უბრალოდ აფართოვებს მის ჰორიზონტებს.

რამდენი ხანი გრძელება ერთი სეანსი?

ოსტეოპათიური მკურნალობის ერთი სეანსი ზრდასრული ადამიანისთვის გრძელდება 40-45 წუთი, ხოლო ბავშვებისთვის – 30-40 წუთი. სეანსის დაწყებისას ტარდება ორგანიზმის ოსტეოპათიური დიაგნოსტიკა, შემდეგ კი ხდება ორგანიზმში აღმოჩენილი დარღვევების კორექცია. სეანსის ბოლოს ექიმი ატარებს განმეორებით კვლევას, რათა შეაფასოს პროცედურის ეფექტურობა.

რამდენი სეანსი არის საჭირო მკურნალობის სრული კურსისათვის?

სეანსების რაოდენობა ყოველთვის ინდივიდუალურად განისაზღვრება თითოეული პაციენტისათვის, ყველაფერი დამოკიდებულია ჩივილებზე, მდგომარეობაზე და პრობლემის გაოხატულობაზე. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუკი პაციენტი მოგვმართავს ზურგის ტკივილების გამო, მდგრადი შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია ოსტეოპათიური მკურნალობის 3-5 სეანსის ჩატარება.

რამდენ ხანს გრძელდება მკურნალობის ეფექტი?

მკურნალობის გარდა, მუშაობის პროცესში ოსტეოპათი ყოველთვის აძლევს პაციენტს ინდივიდუალურ რეკომენდაციებს. მათი დაცვის შემთხვევაში თამამად შეგიძლიათ გქონდეთ ხანგრძლივი და სტაბილური ეფექტის იმედი.

საჭიროა თუ არა რაიმე სახის კვლევების ჩატარება ოსტეოპათთან ვიზიტამდე?

რაიმე სახის კვლევების (მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ექო, ანგიოგრაფია და ა.შ.) ჩატარების აუცილებლობა თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად დგინდება ოსტეოპათთან პირველი მიმართვისას.

რით განსხვავდება ოსტეოპათია მანუალური თერაპიისგან?

მიუხედავად იმისა, რომ მანუალური თერაპევტიც იყენებს ხელებს პაციენტების სამკურნალოდ, მისი და ოსტეოპათის მუშაობას შორის დიდი სხვაობაა. პირველ რიგში  ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მანუალური თერაპევტი თითქმის ყოველთვის მუშაობს ძვლოვან-კუნთოვან სისტემაზე, ხოლო ოსტეოპათი მოიცავს ყველა ორგანოს, ახდენს მათ ბალანსირებას და ადაპტირებას ერთმანეთთან, რათა მთლიანობაში ორგანიზმმა ჰარმონიულად იმუშაოს.

მიღებას ატარებს

ელიზავეტა ასტახოვა

ოსტეოპათი

დაამთავრა სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამედიცინო ფაკულტეტი მეან-გინეკოლოგის სპეციალობით. სწავლობდა ოსტეოპათიას სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილოეთ-დასავლური სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტების ოსტეოპათიის ინსტიტუში.

საკონტაქტო ენები: რუსული, ინგლისური

სერტიფიკატები

სვეტლანა ვლას

ოსტეოპათი

შეისწავლა ოსტეოპათია ეკატერინბურგში ვისცერალური თერაპევების პროფესიული ასოციაციაციაზე დაფუძნებით. ფლობს მიოფასციალური მოდუნების, სომატური დისფუნქციების კორექციის ვისცერალურ და სტრუქტურალურ ტექნიკებს. დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

საკონტაქტო ენები: რუსული

სერტიფიკატები

თეონა ძიძავა

ოსტეოპათი უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი . ორდინატურა ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში სპეციალობით ” მეან- გინეკოლოგი”. დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული

სერტიფიკატები

ვლადიმერ არაქელიანი

ოსტეოპათი

ოსტეოპატი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი “სამკურნალო ფაკულტეტი” . ორდინატურა და ასპირანტურა ბელორუსიის სამედიცინო აკადემიაში სპეციალობით ” ქირურგია”. დაამთავრა სწავლა ოსტეოპათიის კავკასიურ სკოლაში, ლიზა ასტახოვას სტუდენტი.

საკონტაქტო ენები: ქართული, რუსული, ინგლისური

სერტიფიკატები