თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა

თავბრუსხვევა არის არასასიამოვნო შეგრძნება საკუთარი სხეულის, ან გარშემო მყოფი ნივთების ბრუნვისა. ეს მდგომარეობა შეიძლება თავს იჩენდეს შეტევების სახით, ან მუდმივად გაწუხებდეთ. საკმაოდ ხშირად თავბრუსხვევას თან ახლავს გულისრევა, გულის კუმშვის რაოდენობის გახშირება, არტერიული წნევის მომატება ან შემცირება. თავბრუსხვევის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი არის თავის ტვინის არასაკმარისი მომარაგება ჟანგბადით. ყველაზე ხშირად ეს იმის გამო ხდება, რომ არტერიები, რომლებიც კვებავს თავის ტვინს, შევიწროვებულია კისრის მალების ძვლოვანი გამონაზარდების, ან სპაზმირებული კუნთების დაწოლის გამო. ასეთ დროს ოსტეოპათის დახმარება უებარია. ხელების აკურატული მოძრაობით მას შეუძლია აღადგინოს კუნთების ნორმალური ტონუსი, მოახდინოს ზეგავლენა სისხლძარღვების მდგომარეობაზე, დააბრუნოს მალების ძვლოვანი გამონაზარდები სწორ მდგომარეობაში. ასეთი კორექციის შემდეგ გაქრება თავბრუსხვევა.