ოსტეოპათია ბავშვებისთვის

ტანდეგობის დარღვევა ბავშვებში

ბავშვებში ტანდეგობის დარღვევის და სქოლიოზის  ფორმირება ძალიან ნელა ხდება.

მნიშვნელოვანია დროულად მიმართოთ სპეციალისტს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვის სქოლიოზის განვითარება და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დარღვევის დროულად შესამჩნევად?

  1. დააკვირდით, როგორ დადის ბავშვი: რომელიმე მხარეს ხომ არ იხრება, ხომ არ აბრუნებს შიგნით ტერფს, თანაბრად ეყრდნობა თუ არა ტერფებს სიარულის დროს.
  2. მიაქციეთ ყურადღება, როგორ დგას ბავშვი. ნორმალურად, სხეულის ღერძი გადის ხერხემლის სამ მალაზე: კისრის მე-2, გულმკერდის მე-4 და წელის მე-3. თუ თქვენი შვილის სხეულის ღერძი გადის ზუსტად ესე, თქვენ ვერ აღმოაჩენთ მენჯის და მუცლის არსებით გადახრას წინ და უკან, გულმკერდის არეში ზედმეტ მოხრილობას და კისრის და თავის  გადაჭარბებულ წინ წანაცვლებას.
  3. დააკვირდით ერთ დონეზე არის თუ არა განლაგებული თქვენი შვილის ბეჭები, მხრები და მენჯები. თუ არა – ეს სქოლიოზის გამოვლინებაა.

რისი გაკეთება შეიძლება პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში?

პირველ რიგში, არ ღირს პანიკა: ბავშვის ორგანიზმი ძალიან პლასტიურია და მშვენივრად პასუხობს თერაპიულ ზემოქმედებას.  ბავშვის ძვლის სტრუქტურა მხოლოდ ფორმირების პროცესშია, ამიტომ  საბავშვო სქოლიოზის შემთხვევაში სწორად შერჩეული თერაპია, შედეგს გვაძლევს რამდენიმე თვის განმავლობაში. მაშინ, როდესაც ზრდასრული ადამიანის  ხერხემლის გამრუდების გამოსწორება შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ოსტეოპათის მუშაობა მიმართულია არსებული დისფუნქციების მიმართ პაციენტის სტაბილური ადაპტაციის ფორმირებაზე და ტკივილის სინდრომის აღმოფხვრაზე.

და მეორე, ბავშვი წაიყვანეთ სპეციალისტთან.

ოსტეოპათიის ცენტრში სქოლიოზზე ვმუშაობთ კომპლექსურად: ვნიშნავთ ოსტეოპათიური კორექციის კურსს, სამკურნალო მასაჟს და აღდგენით ფიტნესს. პრაქტიკა გვიჩვენებს კომპლექსური კორექციის ეფექტურობას. ჩაეწერეთ კონსულტაციაზე თქვენი შვილის ხერხემლის შესამოწმებლად.

ჩაწერა  მიღებაზე ნომერზე:

+995 555 109 606