BLOG

აღდგენითი ფიტნესი

By: | Tags: | Comments: 0 | March 5th, 2020

მეგობრებო,

15 მარტიდან მომსახურეობას ,,სამკურნალო ფიზკულტურა” ჩავანაცვლებთ ახალი მომსახურეობით – «აღდგენითი ფიტნესი».

აღდგენითი ფიტნესი –  კინეზიოთერაპიის თანამედროვე მეთოდია, რომელიც სამკურნალო ფიზკულტურაზე უფრო მეტად ეფექტურია.

ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს კუნთოვანი დისბალანსის და სხეულის კუნთოვანი კორსეტის გამაგრების ახალი მეთოდი. ახლა კი ჩვენ უკვე მზად ვართ შემოგთავაზოთ ეს ახალი მეთოდი!

რისთვის არის საჭირო აღდგენითი ფიტნესი?

ოსტეოპათია  აგვარებს სხეულის ღრმა და სპეციფიურ პრობლემებს – იმ პრობლებემს, რომლებსაც ადამიანი თვითონ ვერ უმკვლავდება, რამდენადაც არ უნდა იყოს დაკავებული ფიზიკური აქტიურობით.

ჩვენს ცენტრში სპეციალისტები მივმართავთ კომპლექსურ მიდგომას, ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ როგორც  ოსტეოპათიურ მკურნალობას, ასევე მასაჟს და აღდგენით ფიტნესსაც.

ოსტეოპათიური სეანსის შემდეგ ექიმი პაციენტისთვის რეკომანდაციას იძლევა აღდგენითი ფიტნესის და მასაჟის სპეციალისტთან. ამ რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალისტი ადგენს ვარჯიშების კომპლექსს მხოლოდ თქვენთვის ინდივიდუალურად.

აღდგენითი კომპლექსი აძლიერებს ოსტეოპათიური მკურნალობის და მასაჟის შედეგს. ის ქმნის სწორ კუნთოვან კორსეტს და ინარჩუნებს იმ სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა  ძირითადი მკურნალობის პერიოდში.

საჭირო ტონუსში არსებული სწორად მომუშავე კუნთები უზრუნველყოფენ სხეულის სტაბილურობას და ჰარმონიულობას, ხერხემალზე მოქმედი დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას და სიმძიმის ცენტრის კორექტულ მდებარეობას.

ასეთი მიდგომით მკურნალობის შედეგად ჩვენ ვიღებთ ხანგრძლივ შედეგს.

აღმოიფხვრებიან ქრონიკული ტკივილები და დისფუნქციები.

აღდგენითი ფიტნესის 1 სეანსის ღირებულებაა– 40 ლარი.

10 სეანსის აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში , მე–11 სეანსი – საჩუქრად.