BLOG

დისკოს თიაქარი და ქირურგიული მკურნალობა.

By: | Tags: | Comments: 0 | May 14th, 2020

ჩვენთან მიღებაზე ხშირად მოდიან „ხერხემლის მალთაშუა დისკოს თიაქრის“ დიაგნოზის მქონე ადამიანები. პრაქტიკულად, ყოველი მესამე პაციენტი მოდის ნეიროქირურგისგან ქირურგიული მკურნალობის რეკომენდაციით.

მაგრამ მალთაშუა დისკოს თიაქარი- ყოველთვის ოპერაციული ჩარევის მაჩვენებელი არ არის. ხოლო ჩატარებული ქირურგიული მკურნალობა არ არის კარგი შედეგის გარანტიის მაჩვენებელი შემდგომში.

ხშირად ქირურგიული ჩარევა ხანმოკლე შედეგს იძლევა. რეციდივი მეორდება, ადამიანს კი ისევ აწუხებს  აუტანელი ტკივილი. ყალიბდება ნაწიბური, რომელიც ზღუდავს ქსოვილების მოძრაობის უნარს, რაც უფრო ართულებს პრობლემას.

მალთაშუა დისკოს თიაქრის ქირურგიული მკურნალობის მაჩვენებელი შეიძლება იყოს აბსოლუტური და შეფარდებითი.

აბსოლუტური მაჩვენებელია, როდესაც ქირურგიული ოპერაციის ჩატარება აუცილებელია. შეფარდებითი კი, როდესაც ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს, შეიძლება არა, ანუ არ არის აუცილებელი.

მალთაშუა დისკოს თიაქრის ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტური მაჩვენებლები არც თუ ისე ბევრია:

  1. ქვედა კიდურების პარეზი

პარეზი – ქვედა კიდურში კუნთოვანი ძალის სისუსტე,  განსაკუთრებით ტერფში. პარეზის დროს მოძრაობა შეზღუდულია არა სახსრების პრობლემის გამო, არამედ კუნთოვანი სისუსტის გამო.

  • მგრძნობელობის დაკარგვა.
  • მცირე მენჯის ორგანოების ფუნქციის დარღვევა. დისფუნქცია წარმოიქმნება იმიტომ, რომ ირღვევა შარდის ბუშტის და სწორი ნაწლავის სფინქტერების ინერვაცია, რაც იწვევს უნებლიე შარდვას და დეფეკაციას.

მხოლოდ ეს სამი პუნქტი არის მალთაშუა დისკოს თიაქრის  ქირურგიული მკურნალობის აბსოლუტური მაჩვენებელი. ხოლო ტკივილი, ძლიერიც კი – არ არის აბსოლუტური მაჩვენებელი.

ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, სანამ გადაწყვეტთ ქირურგიულ მკურნალობას, გაიარეთ კონსულტაცია ოსტეოპათთან. პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ყველაზე მწვავე ტკივილიც კი შეიძლება მოიხსნას ოსტეოპატიური მკურნალობის რამდენიმე სეანსით.

რით განსხვავდება მალთაშუა დისკოს თიაქრის ოსტეოპათიური მკურნალობა  სხვა ნებისმიერი მკურნალობისგან?

ოსტეოპათები თვლიან, რომ თიაქარი წარმოიქმნება იმ ზონაში, რომელიც გადატვირთულია. ხოლო გადატვირთულია იმიტომ, რომ ხერხემლის სხვა მიდამოები ნაკლებად მოძრავია.

მაგალითად, როდესაც გულმკერდის მიდამო არ ასრულებს მოძრაობებს მთლიანი მოცულობით, წელის მიდამო იძულებული ხდება იმოძრაოს მეტად და ინტენსიურად. მატულობს ზეწოლა მალთაშუა დისკებზე  და წარმოიქმნება თიაქარი.

თუ ხერხემლის ყველა მიდამოს დავუბრუნებთ მოძრაობის უნარს, ჩვენ ავღმოფხვრავთ წელის მიდამოს გადატვირთვის პირველად მიზეზს. გულმკერდის მიდამოს უბრუნდება მოძრაობის უნარი, როგორც საჭიროა და წელის მიდამოც ფუნქციონირებს ისე, როგორც მას შეეფერება, გადატვირთვის გარეშე. შესაბამისად დისკოზე მოქმედი ზეწოლაც აღმოიფხვრება.

ხერხემლის მოძრაობის უნარი ასევე დამოკიდებულია შინაგანი ორგანოების მდგომარეობაზეც. ყველა შინაგანი ორგანო უერთდება ძვლოვან სტრუქტურას, ყველაზე ხშირად კი- ხერხემალს. ასე რომ, როდესაც ოსტეოპათი ხერხემალს უბრუნებს მოძრაობის უნარს, ის ასევე მუშაობს შინაგან ორგანოებთანაც, აუმჯობესებს ორგანოების იოგების მოძრაობის უნარს და მთლიანობაში შინაგანი ორგანოს მდგომარეობასაც.

შედეგად, ოსტეოპათიური კორექცია უზრუნველყოფს რეციდივის ანუ თიაქრის პროგრესირების თავიდან აცილებას.

ამგვარად, პროტრუზიის წარმოქმნა, შემდგომში კი დისკოს თიაქრის – ეს ყველაზე ბოლო რგოლია ადამიანის სხეულში არსებული პრობლემების და ცვლილებების ჯაჭვიდან. თიაქრის კონსერვატიული ან ქირურგიული მკურნალობა- ეს იგივეა რაც ავარიული შენობის კედელში არსებულ ბზარი ამოავსოთ იმის იმედით, რომ ასეთი ,, რემონტი“ გაამაგრებს მთლიან კონსტრუქციას.

გაუფრთხილდით თავს!

ჯანმრთელობას გისურვებთ!