BLOG

როგორ მოადუნოთ დამოუკიდებლად დიაფრაგმა

By: | Tags: | Comments: 0 | April 9th, 2020

მეგობრებო, ამ ვიდეოში ლიზა ასტახოვა, ცენტრის დამფუძნებელი და წამყვანი ოსტეოპათი, გაჩვენებთ თუ როგორ მოადუნოთ დამოუკიდებლად დიაფრაგმა.

რისთვის?
ორგანიზმში სტრესზე პირველ რიგში რეაგირებს დიაფრაგმა ძლიერი შეკუმშვით.

როდესაც დიაფრაგმა დაძაბულია, ადამიანს უჭირს ღრმად ჩასუნთქვა და ბოლომდე ამოსუნთქვა, ძლიერი შფოთვის დროს ეწყება ჰაერის უკმარისობა.

სამწუხაროდ, ჩვენ ყოველთვის ვიმყოფებით პერმანენტული სტრესის მდგომარეობაში.
ასე რომ, დიაფრაგმის მოდუნების ტექნიკა ყველა ჩვენთაგანისთვის არის სასარგებლო.

დიაფრაგმის მოდუნების შედეგად:
1) ჩვენ ღრმად ვსუნთქავთ, რაც ამშვიდებს სხეულს და თავის ტვინს.

2) მოდუნებული დიაფრაგმა უზრუნველყოფს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, რადგან დიაფრაგმის გავლით მდებარეობს ორგანიზმის ყველა მსხვილი სისხლძარღვი.

3) გაუმჯობესებული სისხლის მიმოქცევა აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას და მის დამცველობით მექანიზმებს.

4) გაუმჯობესდება საჭმლის მონელების პროცესი.

5) მოდუნებული დიაფრაგმა აღმოფხვრავს წელის ტკივილს და აუმჯობესებს ადამიანის ტანდეგობას.

გაუფრთხილდით თავს!
ჯანმრთელობას გისურვებთ!
თქვენი ოსტეოპათიური ცენტრი