BLOG

ყურებში ხმაურის მიზეზი. ოსტეოპათია – მკურნალობის მეთოდი

By: | Tags: | Comments: 0 | February 18th, 2018

ყურებში ხმაური – ოსტეოპატთან მოსული პაციენტების ერთ–ერთი ხშირი ჩივილია. სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში,ადამიანების 10 % –სთვის ცნობილია ეს პრობლემა. უმეტესობისთვის ეს ჩივილი არ არის მნიშვნელოვანი და შემაწუხებელი,ამიტომ არ აქცევენ ყურადღებას,აქვთ იმის იმედი,რომ არასასიამოვნო სიმპტომი თავისით გაქრება.მაგრამ, ყურებში ხმაური – საგანგაშო ნიშანია,რომელიც სხვადასხვა პათოლოგიის  მაჩვენებელი შეიძლება იყოს.

ყურებში ხმაურის დროს ადამიანს უჭირს ფიქრი,მუშაობა,ცხოვბრება,ძილი.ის ვერ ახდენს კონცენტრირებას  სხვადასხვა ქმედებების დროს და მალე იღლება,ასევე სმენაც უქვეითდება.ყურებში ხმაურის დროს ადამიანები მდგომარეობას სხვადასხვაგვარად ახასიათებენ. განსხვავებულია ხმაურის ხანგრძლივობა და მახასიათებლებიც.ხმაური შეიძლება იყოს ძლიერი ან სუსტი.

ყურებში ხმაურის მიზეზები:

  • თავის ტვინის ან კისრის სისხლძარღვების პათოლოგია;
  • ხერხემლის კისრის მიდამოს ოსტეოქონდროზი;
  • სმენის ნერვის ნევრიტი;
  • ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება;
  • შიგნითა და შუა ყურის ანთება;
  • გადაღლილობა და სტრესი.

ყურებში ხმაურის გაჩენისას აუცილებელად უნდა მიმართოთ ოტორინოლარინგოლოგს,რომ გამოირიცხოს სმენის ორგანოში მწვავე ანთებითი პროცესების არსებობა.ამ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტოზური მკურნალობა.იმ შემთხვევაში,თუ ხმაური ყურებში არ არის გამოწვეული ანთებით,მას არ გააჩნია განსაზღვრული მედიკამენტოზური მკურნალობა.ამ დროს დახმარება შეუძლია ოსტეოპათიას.

ყურებში ხმაურის დროს ოსტეოპათიური მკურნალობის ეფექტურობა  დამტკიცებულია მრავალი სპეციალისტის მიერ პრაქტიკაში .

რას აკეთებს ოსტეოპათი მიღების დროს?

  1. ოსტეოპათი აღმოფხვრავს ხერხემლის მალების დისფუნქციას და ხსნის კუნთოვან დაძაბულობას კისრის მიდამოში,რის შედეგადაც თავის და კისრის სისხლძარღვებში გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა.
  2. ოსტეოპათი ხსნის დაძაბულობას თავის ქალის ძვლებს შორის მდებარე ნაკერებში,რაც მოქმედებს ტვინის მაგარი გარსის მოძრაობაზე და თავის ტვინის სტრუქტურების ფუნქციონირებაზე.
  3. კისრის მიდამოზე მოქმედების გარდა , ოსტეოპათი სხვა მიდამოებშიც აღადგენს ფუნქციონირებას, რადგან ხერხემალი – ერთიანი სტრუქტურაა,სადაც ყველა მალა კავშირშია ერთმანეთთან.

ამ ქმედებების საშუალებით ,შესაძლებელია არა მხოლოდ ყურებში ხმაურის სიმპტომის აღმოფხვრა,არამედ რაც მთავარია , მისი გამომწვევი მიზეზის დადგენა და განკურნებაც.

ოსტეოპათი ორგანიზმს აღიქვამს როგორც ერთიან სისტემას.ნებისმიერი ოსტეოპათიური მკურნალობის მიზანია – არა მხოლოდ სიმპტომის აღმოფხვრა ,არამედ ყველა ორგანოს და სისტემების სწორი ფუნქციონირების აღდგენაა. ოსტეოპათები ამ შედეგს მიიღებენ ადამიანის ორგანიზმის ქსოვილებზე უმტკივნეულო და მსუბუქი ზემოქმედებით. ამ მეთოდს პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენებები,ამიტომ მიზანშეწონილია და სასარგებლოა ახალშობილებისთვის და ხანში შესული ადამიანებისთვისაც.გახსოვდეთ, რომ თუ ამოვგლეჯთ სარეველას და ფესვს დავტოვებთ,ის თავიდან გაიზრდება.ასევე არის მკურნალობის დროსაც,სანამ დავიწყებთ სიმპტომების აღმოფხვრას,აუცილებელია იმის დადგენა თუ სად არის მისი „ფესვი“ ანუ გამომწვევი მიზეზი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!