BLOG

რა ტიპის ფიზიკური დატვირთვაა დასაშვები ართროზის დროს.

By: | Tags: | Comments: 0 | October 7th, 2019

ართროზი –  სახსრების ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც იცვითება სახსარშიგა ხრტილი. სახსარი თანდათან დეფორმირდება, მისი ფუნქციები ირღვევა.

ართროზის დროს  ვლინდება სახსრის მოძრაობის უნარის შეზღუდვა და კრეპიტაცია, ასევე ტკივილი დატვირთვის დროს. სახსრის ირგვლივ აღინიშნება კუნთების დაძაბულობა, ზოგჯერ ვლინდება შეშუპებაც.

ძირითადად ართროზი ვითარდება სხეულის ქვედა ნაწილის სახსრებში ( მენჯ– ბარძაყის, მუხლის, კოჭ–წვივის ). ხელებზე დაავადება აზიანებს თითების ფალანგების სახსრებს. ართროზი თავიდან ვითარდება ერთ სახსარში, შემდეგ მეორეში, რომელიც სიმეტრიულია პირველთან.

ართროზის განვითარების ძირითადი მიზეზია – სახსროვანი ხრტილის გაცვეთის და აღდგენის ბალანსის დარღვევაა. ორგანიზმში ყოველთვის მიმდინარეობს ანაბოლიზმის პროცესი, ანუ ახალი სტრუქტურების შექმნის და კატაბოლიზმის – დაზიანებული ან ძველი ქსოვილების დაშლის. ნორმალური მდგომარეობის დროს ეს პროცესები მიმდინარეობს ერთნაირი სიჩქარით. ართროზის დროს ხრტილის დაზიანების პროცესი ხდება უფრო სწრაფი, ვიდრე აღდგენის პროცესი. შედეგად სახსროვანი ხრტილი თანდათან იცვითება, სუსტდება და დროთა განმავლობაში საბოლოოდ იშლება.

ართროზის გამომწვევ ხელშემწყობ  პირობებს ქმნიან:

1.      სახსრების ტრავმები;

2.      სახსრების ოპერაცია, მაგალითად, მენისკის ამოჭრა;

3.      ზედმეტი დატვირთვა: მაგალითად, პროფესიონალური სპორტი; სამსახური, რომლის დროსაც საჭიროა მუხლებზე ყოფნა; კიბეებით ხშირი მოძრაობა;

4.      სახსრების მწვავე ან ქრონიკული ანთება;

5.      ასაკობრივი ცვლილებები;

6.      ჭარბი წონა: ჭარბი წონის მქონე ადამიანებს ავტომატურად ეზრდებათ დატვირთვა სხეულის ქვედა ნაწილის სახსრებზე;

7.      ბრტყელტერფიანობა: ბრტყელტერფიანობის დროს ირღვევა ტერფის ამორტიზაციის ფუნქცია, ამიტომ იზრდება დატვირთვა კოჭ– წვივის სახსარზე.

8.      ოსტეოპათიური ცვლილებები, რომლებიც ვითარდება თვითონ სახსარში.

ოსტეოპათიურ დისფუნქციებზე დაწვრილებით მოგიყვებათ ჩვენი ცენტრის წამყვანი ოსტეოპათი  

რეკომენდაციები ართროზის პროფილაქტიკისთვის.

1.      ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას და კვებას. ყოველ მომატებულ კილოგრამზე მატულობს დატვითვა სახსროვან ზედაპირზე და ხრტილიც იცვითება.

2.      შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა დაზიანებულ უბანზე. მაგალითად, თუ დაავადება აზიანებს ფეხის სახსარს, მაშინ უარი უნდა თქვათ ქუსლიან ფეხსაცმელზე, უნდა იაროთ მხოლოდ კომფორტულ ფეხსაცმელში და ჩაიფინოთ ორთოპედიული ჩასაფენები. თუ კი დაავადებამ დააზიანა ხელის მტევნები, მაშინ უნდა მოერიდოთ დატვირთვას ხელების ფალანგებზე ( ქსოვა, გაწურვა და ა.შ. ).

3.      ივარჯიშეთ, სახსრის ფუნქციონალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ირგვლივ მდებარე კუნთების გასამაგრებლად.

4.      შეცვალეთ ფიზიკური დატვირთვის ტიპი: შეამცირეთ ვერტიკალური დატვირთვა, მოუმატეთ ჰორიზონტალურს. ართროზის მქონე ადამიანისთვის ნამდვილად მავნეა  ფეხით ბევრი სიარული, ეს უფრო იწვევს ხრტილის გაცვეთას. მაგრამ, თუ კი ის დაწვება ზურგზე და შეასრულებს წვივის და ბარძაყის კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს– ეს ხელს შეუწყობს კუნთოვანი ტონუსის განვითარებას და არ დააზიანებს ხრტილს.

5.      არ აწიოთ სიმძიმეები.

6.      ბრტყელტერფიანობის შემთხვევაში ფეხსაცმელში მოიხმარეთ ორთოპედიული ჩასაფენები. ჩასაფენები ტერფის დეფორმაციის კორეგირებას უწყობს ხელს და ამცირებს დატვირთვას სახსრებზე.

გაუფრთხილდით თქვენს სახსრებს!

თქვენი ოსტეოპათიური ცენტრი