BLOG

რისთვის არის საჭირო აღდგენითი ფიტნესი?

By: | Tags: | Comments: 0 | August 24th, 2020

რისთვის არის საჭირო აღდგენითი ფიტნესი?

ოსტეოპათია  აგვარებს სხეულის ღრმა და სპეციფიურ პრობლემებს – იმ პრობლებემს, რომლებსაც ადამიანი თვითონ ვერ უმკვლავდება, რამდენადაც არ უნდა იყოს დაკავებული ფიზიკური აქტიურობით.

ჩვენს ცენტრში სპეციალისტები მივმართავთ კომპლექსურ მიდგომას, ამიტომ პაციენტებს ვურჩევთ როგორც  ოსტეოპათიურ მკურნალობას, ასევე მასაჟს და აღდგენით ფიტნესსაც.

ოსტეოპათიური სეანსის შემდეგ ექიმი პაციენტისთვის რეკომანდაციას იძლევა აღდგენითი ფიტნესის და მასაჟის სპეციალისტთან. ამ რეკომენდაციების საფუძველზე სპეციალისტი ადგენს ვარჯიშების კომპლექსს მხოლოდ თქვენთვის ინდივიდუალურად.

აღდგენითი კომპლექსი აძლიერებს ოსტეოპათიური მკურნალობის და მასაჟის შედეგს. ის ქმნის სწორ კუნთოვან კორსეტს და ინარჩუნებს იმ სისტემას, რომელიც ჩამოყალიბდა  ძირითადი მკურნალობის პერიოდში.

საჭირო ტონუსში არსებული სწორად მომუშავე კუნთები უზრუნველყოფენ სხეულის სტაბილურობას და ჰარმონიულობას, ხერხემალზე მოქმედი დატვირთვის თანაბრად გადანაწილებას და სიმძიმის ცენტრის კორექტულ მდებარეობას.

ასეთი მიდგომით მკურნალობის შედეგად ჩვენ ვიღებთ ხანგრძლივ შედეგს.

აღმოიფხვრებიან ქრონიკული ტკივილები და დისფუნქციები.

აღდგენითი ფიტნესის 1 სეანსის ღირებულებაა– 40 ლარი.

10 სეანსის აბონიმენტის შეძენის შემთხვევაში , მე–11 სეანსი – საჩუქრად.