BLOG

1Oct, 2019

ბექა ბრეგაძე – მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი.

By: | Tags:

მეგობრებო, ჩვენს გუნდში მასაჟის და სამკურნალო ფიზკულტურის ახალი სპეციალისტია. შეხვდით – ბექა ბრეგაძე, მასაჟისტი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი. ბექა– კლასიკური, სამკურნალო, საბავშვო, მომადუნებელი მასაჟის სპეციალისტია. ფლობს კინეზოთერაპიის და აკუპრექსურის ( წერტილოვანი მასაჟი) ტექნიკებს. ფიზიოთერაპევტად მუშაობდა საქართველოს მოფარიკეთა ნაკრებში. ამჟამად – ექიმია საქართველოს მძლეოსანთა ნაკრებში. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის რეაბილიტაციის ფაკულტეტი. მუშაობს მოზრდილებთან და ბავშვებთან. კომუნიკაბელურია, ფლობს რუსულ, ქართულ და ინგლისურ ენებს. მასაჟის საუკეთესო სპეციალისტია ( საკუთარ თავზე გამოვცადე). ბექას სამუშაო განრიგია: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი 16.00 – 21.00, კვირა – 9.00 – 21.00. ჩაწერა შესაძლებელია დღეიდან! მიღებაზე ჩაწერა +995 32 2 904 605, +995 555 109 606
დაწვრილებით

9Sep, 2019

მენჯის შესახსრებების სიხისტე – როგორც გინეკოლოგიური დაავადებების მიზეზი

By: | Tags:

მენჯი – ჩვენი სხეულის ხისტი და მძიმე კონსტრუქციაა, მაგრამ ის მოიცავს სამ მოძრავ შესახსრებას. უკანა მხარეს – გავის ძვლის ორი შესახსრება მენჯის მარჯვენა და მარცხენა ძვალთან. წინა მხარეს – ბოქვენის ორივე ძვლის შესახსრება ერთმანეთთან, რომელსაც სიმფიზი ჰქვია. ამ შესახსრებებში ძვლების მოძრაობა შეგიძლიათ შეამოწმოთ დამოუკიდებლადაც. დაიდეთ ხელები ან გავაზე ან ბოქვენის შესახსრებების ადგილზე და გაიარეთ : ხელების ქვეშ იგრძნობთ აქტიურ მოძრაობას. ტრავმები,  დაჟეჟილობები, ცხოვრების უმოძრაო წესი, რთული მშობიარობა – ეს ყველაფერი იწვევს  მენჯის შესახსრებებში არსებული მოძრაობის დარღვევას. ოსტეოპათი შეიგრძნობს ამას, როგორც ხისტ და დარღვეულ მოძრაობას. მოგიყვებით, თუ რატომ არის ჯანმრთელობისთვის და […]
დაწვრილებით

9Aug, 2019

რატომ ესაჭიროება ახალშობილს ოსტეოპათი?

By: | Tags:

მშობიარობის დროს, ნორმის ფარგლებშიც კი, ბავშვზე ზეწოლას ახდენს საშვილოსნო და მენჯის ძვლები. ყველაზე დიდ ზეწოლას განიცდიან თავის ქალის ძვლები და ხერხემლის კისრის და წელის მიდამოები. ხოლო თუ  მშობიარობა იყო რთული, შესაძლებელია მოხდეს თავის ქალის ძვლების დეფორმირება და სხვა სამშობიარო ტრავმები. ეს თავიდან შეიძლება არ იყო შესამჩნევი და არ აღინიშნოს ჩვეულებრივი სამედიცინო დათვალიერების დროს. ოსტეოპატთან ვიზიტი კი იძლევა საშუალებას, რომ დადგინდეს  და ასევე აღმოიფხვრას ახალშობილის ორგანიზმზე მოქმედი მშობიარობის პროცესის ნეგატიური შედეგები. მოგიყვებით ყველაზე ხშირი სამშობიარო ტრავმების შესახებ. ტვინის მცირე დისფუნქციები ტვინის მცირე დისფუნქციები  – ცენტრალური ნერვული სისტემის მსუბუქი ცვლილებებია, რომლებიც ვითარდებიან […]
დაწვრილებით

11Jul, 2019

კვირა დღის მიღება.

By: | Tags:

მეგობრებო, ჩვენ ვცდილობთ ოსტეოპათია ადამიანებისთვის გავხადოთ უფრო ხელმისაწვდომი, გასაგები და ჩვეული, ამიტომ გვაქვს ახალი მომსახურეობა – კვირა დღის მიღება. კვირა დღის მიღება – ოსტეოპათიური მკურნალობის სრულფასოვანი სეანსია, რომელსაც კვირა დღეს ჩაატარებენ ჩვენი ოსტეოპათიის კავკასიური სკოლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები. ისინი არიან პროფესიონალური ექიმები, რომლებსაც გააჩნიათ ანატომიის და ფიზიოლოგიის ღრმა ცოდნა. ამავდროულად მიღების ფასი უფრო დაბალია, ვიდრე პრაქტიკოს ოსტეოპათებთან (40 ლარი). ჩვენ გვინდა რომ, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა თვითონ შეიგრძნოს ოსტეოპათიის არაჩვეულებრივი შესაძლებლობები სხვადასხვა დაავადებების პროფილაკტიკაში და მკურნალობაში. მობრძანდით კვირა დღის მიღებაზე, ჩაწერა შესაძლებელია დღეიდან. შეხვედრამდე,  თქვენი ოსტეოპათიური ცენტრი.
დაწვრილებით

9Jul, 2019

მეგობრებო, ოსტეოპათიურ ცენტრში სიახლეა.

By: | Tags:

2019 წლის სექტემბრის თვიდან ჩვენთან იმუშავებს უკვე ხუთი ოსტეოპათი! გილოცავთ თქვენც და ვულოცავთ ჩვენს თავსაც :) რაც უფრო მეტი ოსტეოპათია, მით უფრო მეტი თავისუფლებაა სპეციალისტების არჩევისას . ასევე, 2019 წლის სექტემბრიდან შეიცვლება უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ოსტეოპათებთან მიღების ღირებულებაც. გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ ამას სპეციალისტთან ჩაწერის დროს. ოსტეოპათიური მკურნალობის ღირებულება 2019 წლის სექტემბრიდან: ელიზავეტა ასტახოვა, ცენტრის წამყვანი ოსტეოპათი, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ოსტეოპათი. მიღება მოზრდილთათვის  180; მიღება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 140. მარი ჩოკაშვილი, უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ოსტეოპათი. მიღება მოზრდილთათვის 120; მიღება 7 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის 90. რომან პჩელინცევი,  უმაღლესი საკვალიფიკაციო კატეგორიის ოსტეოპათი. […]
დაწვრილებით

23May, 2019

ბრეკეტები და ოსტეოპათია.

By: | Tags:

რა ვიცით ბრეკეტების შესახებ? ბრეკეტები ( ან ბრეკეტ–სისტემა ) – ყბებზე მოთავსებული მეტალის კონსტუქციებია , რომლებიც ცვლიან კბილების მდებარეობას. ბრეკეტები ასწორებენ კბილებს , ალამაზებენ ღიმილს , ასწორებენ არასწორ კბეჩას და თანკბილვას და ასევე  სახის ასიმეტრიასაც. მაგრამ არსებობს სხვა ასპექტიც – ბრეკეტ–სისტემა სრულიად ცვლის სახის ძვლების მუშაობას. რატომ? პირველ რიგში , ჩვენს სხეულში ყველაფერი ურთიერთკავშირშია.მეორედ, თავის ქალის ძვლები მოძრავია და განაპირობებენ მთლიანი ორგანიზმის ბიორითმს, რაზეც პირველად ისაუბრა უილიამ საზერლენდმა– კრანიალური ( კრანიოსაკრალური ) ოსტეოპათიის დამაარსებელმა. ბრეკეტ– სისტემა მოქმედებს თავის ქალის ძვლების ურთიერთმდებარეობაზე, რაც იწვევს სხეულის ფუნქციონირების არსებით ცვლილებას. ზედა ყბა უერთდება […]
დაწვრილებით

19Apr, 2019

ოსტეოპათია და ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები

By: | Tags: ,

ყელ–ყურ–ცხვირი უზრუნველყოფს ადამიანის ორგანიზმის ცხოველქმედებას.მათი მეშვეობით ჩვენ შევისუნთქავთ თბილ,სუფთა ჰაერს და შევგრძნობთ ჩვენს ირგვლივ არსებულ ყველა სურნელს.ყელის საშუალებით ადამიანი შეისუნთქავს ჰაერს და ღებულობს საკვებს,ასევე ყელი მონაწილეობს ხმის წარმოქმნაში.მასში მდებარეობს იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი რუდიმენტი – ნუშურა ჯირკვლები. ყური – ადამიანის სმენის ორგანოა, ვესტიბულური აპარატი კი ,რომელიც მდებარეობს შუა ყურში, უზრუნველყოფს ადამიანის სხეულის სივრცეში სწორ მდებარეობას და შეგრძნებას. ყელ–ყურ–ცხვირის დაავადებები: განვითარების მიზეზები ბევრი მშობლისთვის ნაცნობია ისეთი სიტუაცია, როდესაც ბავშვს ხშირად აწუხებს ზედა სასუნთქი გზების დაავადებები: ვაზომოტორული რინიტი,ჰაიმორიტი,სინუსიტი,ადენოიდური წარმონაქმნები. როგორც წესი, მკურნალობისას გამოიყენება სისხლძარღვევების შემავიწროვებელი წვეთები,ანტიჰისტამინური პრეპარატები,ფიზიოთერაპიული პროცედურები.უნდა ითქვას , რომ სისხლძარღვების […]
დაწვრილებით

31Mar, 2019

თავბრუსხვევა-ოსტეოპათიური მიდგომა

By: | Tags:

თავბრუსხვევა – პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც შეუძლია ცხოვრების ხარისხის დაქვეითება და მისი გართულება. ადამიანებისთვის, რომლებსაც შეხვედრია ეს პრობლემა, ნაცნობია თავბრუსხვევის დროს დამახასიათებელი დისკომფორტი და იციან რამდენად რთულია ამ დროს მუშაობა, გარშემო მყოფ ხალხთან ურთიერთობა , დასვენება. მცდარია ის მოსაზრება, რომ თავბრუსხვევა  ხშირი მოვლენაა და მას არ უნდა მიენიჭოს სერიოზული ყურადღება. სინამდვილეში მისი სიმპტომები  საგანგაშოა და აუცილებელია მისი გამოვლენა  და შესაბამისი ზომების მიღება! თავბრუსხვევის მიზეზები არსებობს მრავალი მიზეზი , რომელთაც შეუძლიათ თავბრუსხვევის გამოწვევა. ადამიანს, რომელსაც არ აქვს სამედიცინო განათლება , არც კი ეპარება ეჭვი თავბრუსხვევის გამომწვევი ფაქტორების არსებობაში. თავბრუსხვევის გამომწვევ მიზეზთა შორის […]
დაწვრილებით

3Mar, 2019

რატომ ახასიათებს ორსულობას წელის ტკივილი და შეიძლეა თუ არა ამის თავიდან აცილება?

By: | Tags:

ალბათ ქალის ცხოვრების  ყველაზე იდუმალი პერიოდია – ორსულობა.დედის ორგანიზმში ცხრა თვის განმავლობაში ახალი სიცოცხლე იზრდება!მაგრამ, პატარასთან შეხვედრის სასიხარულო მოლოდინის მიუხედავად , ძალიან ხშირად ფეხმძიმე ქალი განიცდის უამრავ უსიამოვნო შეგრძნებებს.ამ პერიოდში აღინიშნება შინაგანი ორგანოების და სისტემების მობილიზაცია,  ფიზიოლოგიური ცვლილებები,რომლებიც შეიძლება არ მოქმედებდეს მომავალი დედის საერთო მდგომარეობაზე, მაგრამ ხოლმე იწვევს დისკომფორტს და ტკივილს. ორსულობის მიმდინარეობა ყველასთვის ინდივიდუალურია.მაგრამ ორსული ქალისთვის ყველაზე გავრცელებული ჩივილია – წელის ტკივილი. ტკივილის მიზეზები ორსულობისას წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები ინდივიდუალურია. აღსანიშნავია , რომ ეს არის მიზეზების კომპლექსი.ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი არ შეიძლება იყოს ერთნაირი. გამოვყოთ ძირითადი მიზეზები: სიმძიმის ცენტრის […]
დაწვრილებით

18Feb, 2019

ბავშვის მეტყველების განვითარების შეფერხება:მიზეზები,სიმპტომები და ოსტეოპათიური მკურნალობის შესაძლებლობები

By: | Tags:

ბავშვის მეტყველების განვითარების პრობლემა ძალიან გავრცელებულია.ამ პრობლემას გააჩნია სამედიცინო სახელწოდებაც – მეტყველების განვითარების შეფერხება(მგშ).როგორც წესი, ოფიციალურად მგშ დიაგნოსტირდება 3–4 წლის ასაკის ბავშვებში, როდესაც სიმპტომატიკა მკაფიოდ არის გამოხატული.მაგრამ პირველი სიმპტომები ვლინდება უფრო ადრეულ ასაკშიც.ამიტომ მშობლები უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ და ნებისმიერი ეტაპის დროს მეტყველების ჩამოყალიბების მექანიზმის უმნიშვნელო შეფერხება და გადახრაც კი   არის საყურადღებო.რაც უფრო ადრე მოხდება მეტყველების განვითარების შეფერხების პრობლემის აღმოფხვრა, მით უფრო ეფექტური იქნება შედეგი. მეტყველების განვითარების შეფერხების მიზეზები მიზეზების ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის მეტყველების განვითარების შეფერხების გამოწვევა, არის ძალიან ფართო და არ შემოისაზღვრება ფიზიოლოგიურობით.არ შეიძლება იმის დავიწყება , რომ […]
დაწვრილებით