BLOG

8Jan, 2019

ოსტეოპათია ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზის დროს

By: | Tags:

სამწუხაროდ , ისეთი დაავადება, როგორიცაა ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზი გვხვდება ზრდასრული მოსახლეობის 80 % –ში.მისი საშიშროება იმაში მდგომარეობს , რომ დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ ,განსაკუთრებით დაავადების განვითარების საწყის სტადიაზე.პაციენტი სპეციალისტს მიმართავს მაშინ, როდესაც ოსტეოქონდროზი პროგრესირებს, ხოლო მკურნალობის პროცესი თანდათან რთულდება. ხერხემლის გულმკერდის მიდამოს ოსტეოქონდროზის სიმპტომები ძირითადი სიმპტომი,რომელიც მიუთითებს დაავადების განვითარებას არის ტკივილი, რომელიც დაავადების პროგრესირების დროს გადაეცემა ხელში,გულმკერდში, მხარში.გულმკერდის ოსტეოქონდროზის დროს ავადმყოფი შეიძლება განიცდიდეს ტკივილს ბეჭის არეში და უფრო ქვედა მიდამოშიც, რომელიც შემდგომ შეიძლება გავრცელდეს ნეკნთაშუა ნერვებზე.ამის გარდა გულმკერდის მიდამოში შეიძლება განიცდიდეს ისეთ ტკივილს, როგორიც დამახასიათებელია გულის იშემიური დაავადებებისთვის. რისკის ფაქტორები […]
დაწვრილებით

13Dec, 2018

ბრტყელტერფიანობა

By: | Tags:

ცივილიზაციის მიღწევები და ტექნოლოგიური პროგრესი, რაც არ უნდა საკვირველი იყოს , ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების უარყოფითი მხარეც გააჩნია.ადამიანისთვის  სრულიად ნორმალური იქნებოდა ფეხშიშველი რომ ევლო ბუნებრივ რელიეფურ ზედაპირზე. რადგან, ცივილიზირებული ქვეყნების მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ამის საშუალება, ისინი ხდებიან  ბრტყელტერფიანობის დაავადების განვითარების პოტენციური პრეტენდენტები. დაავადების სახეობები მოცემული დაავადება კლასიფიცირდება ტერფის ანატომიური დეფორმაციის სახის და ხარისხის მიხედვით. ანატომიური დეფორმაციის მიხედვით: გასწვრივი,როდესაც აღინიშნება ტერფის გასწვრივი თაღის გაბრტყელება; განივი,როდესაც აღინიშნება განივი თაღის გაბრტყელება; განივი და გასწვრივი გაბრტყელების კომბინაცია – კომბინირებული სახეობა. ხარისხის მიხედვით: 1 ხარისხი – დაავადების განვითარების საწყისი ეტაპია,როდესაც დეფორმაცია   სუსტად არის გამოხატული. მე–2 […]
დაწვრილებით

7Nov, 2018

ოსტეოპათია იშიაზის მკურნალობის დროს

By: | Tags:

შემოდგომა–ზამთრის პერიდის დადგომასთან ერთად, სპეციალისტებთანაც მოიმატა პაციენტების რაოდენობა,რომელთაც აწუხებთ წელის მიდამოში განვითარებული ტკივილი.ეს არ არის გამაოცებელი.ტემპერატურის დაკლებასთან ერთად , ორგანიზმიც შეიძლება გადაცივდეს, რის შედეგადაც შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს ნევროლოგიური ხასიათის მქონე პათოლოგიები. მათგან უმეტესობა შეიძლება მიმდინარეობდეს ლატენტურად (ფარულად) , რაც უფრო ართულებს სიტუაციას. იშიაზი( საჯდომი ნერვის დაზიანება) მიეკუთვნება ასეთ დაავადებებს. ადამიანები , რომელთაც გადაუტანიათ ეს დაავადება, იციან, თუ რამდენად ძლიერია ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი ტკივილები.დისკომფორტი და არასასიამოვნო შეგრძნებები ართმევს მთელ ძალებს,ადამიანს არ შეუძლია ნორმალურად ცხოვრება და მუშაობა. იშიაზის სიმპტომები დაავადება დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობს ფარულად.მერე გამოვლინდება შემდეგი სიმპტომები: აუტანელი მწველი,მჭრელი და […]
დაწვრილებით

9Oct, 2018

კბეჩის ფუნქციის დარღვევა ბავშვებში.ოსტეოპათის ხედვა

By: | Tags:

სამწუხაროდ, ბავშვებში და მოზარდებში გამოვლენილი კბეჩის ფუნქციის დარღვევის სამკურნალოდ ,თანამედროვე მედიცინა პრაქტიკაში  უფრო მეტად მიმართავს დაბალკვალიფიციურ მიდგომას.ორთოდონტთან ვიზიტის დროს ,მშობლებს ურჩევენ ბრეკეტების,მოსახსნელი ფირფიტების,სპეციალური მოწყობილობების დაყენებას და ასევე იძლევიან სხვა მრავალ რჩევას,რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია  პირის ღრუში არსებული პრობლემების მოგვარება ნაწილობრივად.კბეჩის ფუნქციის მოსაგვარებლად ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ ყველა მანიპულაციას მიაქვს დიდი დრო, იხარჯება საკმაოდ სოლიდური ფულადი საშუალება, მაგრამ ამავდროულად მოსალოდნელი დადებითი შედეგი ყოველთვის არ მიიღება. რა არის ასეთი შედეგის მიზეზი და როგორ ავიცილოთ კბეჩის ფუნქციის მკურნალობის უშედეგობა?პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ მარტივია.ამ ამოცანის ახსნაა – დაავადებების მკურნალობისადმი კომპლექსური მიდგომა და არა მხოლოდ ცალკეული ორგანოების […]
დაწვრილებით

17Aug, 2018

კოლიკა ახალშობილებში.რით დავეხმაროთ პატარას?

By: | Tags:

კოლიკა – ყველაზე გავრცელებული პრობლემაა ახალშობილებში.ტერმინი კოლიკა წარმოიშვა ბერძნული სიტყვიდან „kolikos”, ნიშნავს მსხვილ ნაწლავს. როგორც წესია, საწყისი სტადიის კოლიკის სიმპტომებია – დაძაბული და ზომაში ოდნავ მომატებული მუცელი, ფეხების უწყვეტი მოძრაობა,  უსასრულო ტირილი.ყველაზე ხშირად კოლიკა იწყება საღამოს და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი. კოლიკის გამომწვევი მიზეზი. ოსტეოპათიის თვალსაზრისით კოლიკის განვითარების ძირითადი მიზეზია – ცთომილი ნერვის დისფუნქცია.ეს ნერვი გამოდის თავის ქალის ხვრელიდან, რომელიც წარმოქმნილია საფეთქლის და კეფის ძვლით.მშობიარობის დროს, შეიძლება აღინიშნოს ბავშვის თავის გადაჭარბებული კომპრესია.ამ დროს , საფეთქლის და კეფის ძვლებს შორის არსებულ ნაკერებში აღინიშნება დაძაბულობა,იზღუდება მათ შორის მოძრაობა და შედეგად, ცთომილი ნერვი […]
დაწვრილებით

2Aug, 2018

ოსტეოპათია ბავშვებში სქოლიოზის დროს

By: | Tags:

ხშირად მშობლებს ოსტეოპატთან  მიღებაზე მოჰყავთ სქოლიოზის მქონე შვილები. ყველას ორი კითხვა უჩნდება: „რამ გამოიწვია დაავადება?“ და „შესაძლებელია თუ არა მდგომარეობის გამოსწორება?“ გამომწვევი მიზეზების დადგენა არც თუ ისე მარტივია. პასუხის გაცემისას, უმჯობესია ყველაფრის თავიდან დაწყება, ორსულობიდან და მშობიარობიდან. თითოეულ ჩვენთაგანს არაერთხელ სმენია სამშობიარო ტრავმების შესახებ და მაშინვე დაზიანებული ბავშვების საშინელ სურათს წარმოვიდგენთ ხოლმე. თუმცა, სამშობიარო ტრავმა ყოველთვის არ გამოიხატება მკაფიო სიმპტომებით. ზედმეტად ძლიერი ჭინთვების ,თავის არასიმეტრიული  მდებარეობის, ბებიაქალის ზედმეტი ძალისხმევის დროს, როდესაც ის ბავშვს გამოსვლის მომენტში თავიტ გამოჰყავს და ბევრი სხვა სამეანო სიტუაციისას  შესაძლოა მოხდეს ატლანტ-კეფის სახსრის მდებარეობის შეცვლა ერთ–ერთი მიმართულებით.ეს […]
დაწვრილებით

24Jul, 2018

ოსტეოპათია კისრის ტკივილის დროს

By: | Tags:

კისრის ტკივილი,ცერვიკალგია – ცნობილია თითქმის ყველასთვის.ეს პრობლემა განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს , ვინც  8–9 საათს ატარებს კომპიუტერთან ოფისში ან სახლში. ტკივილი შეიძლება ვრცელდებოდეს კისრის მთელ ზედაპირზე. შეიძლება გამწვავდეს თავის რომელიმე მხარეს მოტრიალების დროს, შეიძლება იყოს იმდენად ძლიერი ,რომ ადამიანი ხ თავს იჭერს იძულებულ მდებარეობაში და აფიქსირებს ამ პოზას. როდის ვითარდება ცერვიკალგია? ტკივილი კისრის მიდამოში შეიძლება განვითარდეს: სხეულის არასწორ მდებარეობაში ყოფნისას ძილის დროს; ორპირზე ყოფნისას; მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს ან სპორტულ დარბაზში ზედმეტი ვარჯიშისას კუნთების დაჭიმვის დროს; ავარიის დროს მიღებული ტრავმების შედეგად; მალთაშუა თიაქარის დროს; ყბა–კბილთა სისტემის დაძაბულობის დროს , მაგალითად […]
დაწვრილებით

20Jul, 2018

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე პოსტოპერციული ნაწიბურები?

By: | Tags:

ნებისმიერი ქირურგიული ჩარევა – ძლიერი სტრესია ორგანიზმისთვის.მრავალი მაჩვენებლის და საჭიროების მიუხედავად, ეს ჩარევა არ გაივლის უკვალოდ. უნდა იცოდეთ, რომ ნაწიბური – შემაერთებელი ქსოვილის წარმონაქმნია,რომელსაც გააჩნია მაღალი სიმკვრივე. ნაწიბუროვანი ქსოვილის სრული აღმოფხვრა სამწუხაროდ შეუძლებელია . მოდით  გავარკვიოთ, თუ როგორი გავლენა აქვს ნაწიბურებს ჯანმრთელობაზე და სრულიად ორგანიზმზე. შემაერთებელი ქსოვილი დიდი როლს ასრულებს ორგანიზმში . ის წარმოქმნის თავისებურ კარკასს, რომელიც შემოსაზღვრავს და იცავს ყველა ორგანოს და სისტემას. აღსანიშნავია , რომ მის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს უჯრედშორისი ნივთიერება, რომელიც შეიცავს ელასტინის და კოლაგენის ბოჭკოებს. მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედების შედეგად, ეს ბოჭკოები იცვლებიან, რის შედეგადაც […]
დაწვრილებით

13Jul, 2018

ვარჯიშების კომპლექსი და მასაჟი ჭარბი წონის დროს

By: | Tags:

დღესდღეობით ადამიანების უდიდეს რაოდენობას აწუხებს სიმსუქნე. ამ პრობლემას ზოგი ებრძვის ექსტრემალური დიეტით, ზოგი კი ჯადოსნური აბებით,კენკრით, ჩაით და სხვა საშუალებებით, რომელთა რეკლამა ჭარბი წონის სწრაფ მოცილებას სთავაზობს. სინამდვილეში ეს არც თუ ისე მარტივია. დიეტის შემდეგ ადამიანის ორგანიზმი უფრო მეტ ზედმეტ კილოგრამებს იგროვებს.ხოლო საეჭვო ხარისხის პრეპარატებმა კი შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას.სიმსუქნე შეიძლება იყოს გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით და ამ პრობლემის მოგვარება შეუძლია მხოლოდ სპეციალისტს. წონაში დაკლების პროგრამა აუცილებლად უნდა მოიცავდეს ვარჯიშებს და მასაჟს, რომლებიც რეკომენდირებულია ჭარბი წონის დროს. ტანვარჯიშის როლი წონაში დაკლების დროს ვარჯიშების სპეციალური კომპლექსის შესრულება უზრუნველყოფს შეგუბებითი პროცესების აღმოფხვრას, […]
დაწვრილებით

7Jul, 2018

ტანვარჯიში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს

By: | Tags:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები უფრო ხშირად ხდება ხანში შესული ადამიანების სისუსტის მიზეზი. ცხოვრების არასწორი წესები,ჰიპოდინამია,არარაციონალური კვება და სხვა დამამძიმებელი ფაქტორები– ინფარქტის და ინსულტის განვითარების ძირითადი მიზეზია, რაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. გამოსავალია – საპროფილაქტიკო ღონისძიებები, რომლებიც მიზანმართულია ლიმფის და სისხლის მიმოქცევის სრულ აღდგენაზე.ტანვარჯიში – ვარჯიშების კომპლექსია, რომელიც უზრუნველყოფს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მოწესრიგებული ფუნქციორების აღდგენას.ვარჯიშების შერჩევა და ჩატარება უნდა მოხდეს მხოლოდ სპეციალისტის მიერ, ამავდროულად მან უნდა გაითვალისწინოს პაციენტის მდგომარეობა, მის ანამნეზში არსებული დაავადებები და მათი მიმდინარეობის სტადია.უფრო ხშირად ტანვარჯიში ტარდება სპეციალურად აღჭურვილ ოთახში, ინსტრუქტორის კონტროლის ქვეშ.ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც დაავადების მწვავე სტადია ჩავლილია, პაციენტმა […]
დაწვრილებით