BLOG

დაგეხმარებათ თუ არა ოსტეოპათია ბრონქიალური ასთმის დროს?

By: | Tags: | Comments: 0 | June 7th, 2017

ბრონქიალური ასთმა საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. მას ახლავს ალერგიული რეაქციები ყვავილებისა და სახლის მტვერზე, ცხოველების ბეწვზე, ზოგიერთ მავნე ნივთიერებაზე. ეს ალერგიული რეაქციები იწვევს ნერვების გაღიზიანებას და ბრონქების სპაზმს.

თუკი ცხოვრობთ ცუდი ეკოლოგიის მქონე ქალაქში, ხართ აქტიური ან პასიური მწეველი, მაშინ ერთმნიშვნელოვნად ხართ ასთმის რისკ ჯგუფში.

როგორ იჩენს თავს დაავადება?

გამწვავება, როგორც წესი, ხდება შეციების ან სტრესის შემდეგ, მაგრამ ასევე შესაძლებელია მათი დამოუკიდებლად განვითარება. პაციენტს აწუხებს:

  • სუნთქვის გართულება;
  • გაგუდვის და გულის შეკუმშვის შეგრძნება;
  • შფოთიანობა;
  • ხიხინი ამოსუნთქვისას, ნახველი.

შეტევები გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე, მათი კუპირება ხდება პრეპარატებით, ან ისინი დამოუკიდებლად ქრება. როდესაც სუნთქვა ხდება უფრო თავისუფალი იწყება ხველა, რომლის დროსაც გამოიყოფა ბლანტი ნახველი.

ოსტეოპათია დაავადების მკურნალობაში

ასთმის მქონე პაციენტები ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყვნენ. მკურნალობის ტაქტიკის სწორი შერჩევა საშუალებას იძლევა შემცირდეს შეტევების სიხშირე და ინტენსივობა. ასთმის დროს ადამიანის ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს ოსტეოპათია. მანიალური მეთოდება ხსნის გულ-მკერდის არის დაჭიმულობას, რის შედეგადაც:

  • აღდგება ნორმალური სუნთქვა;
  • უფრო მარტივად და სწრაფად გადის სისველე;
  • ქრება ჰაერის უკმარისობა.

ოსტეოპათიის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის რბილი, მაგრამ ღრმა ზემოქმედება, რომელიც მიმართულია მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებაზე. შინაგანი ორგანოების მუშაობის ნორმალიზაციის შემდეგ ბრონქები მშვიდდება, ქრება მტანჯველი სპაზმები. ხშირ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება ასთმის დროს მისაღები მედიკამენტების რაოდენობისა და დოზირების მნიშვნელოვანი შემცირება.

ყველაზე დიდ ეფექტს ოსტეოპათია იძლევა ასთმის მკურნალობისას ბავშვებში. ზრდასრულებში ეს პროცესი უფრო რთული და ხანგრძლივია. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არა მხოლოდ ექიმს მიმართოს, არამედ ასევე მისდიოს რეკომენდაციებს და თავად ისწრაფვოდეს გამოჯანმრთელებისკენ.

ჩვენს ოსტეოპათიურ კლინიკაში მუშაობენ გამოცდილი ოსტეოპათები. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოგვმართოთ და დაიწყოთ მკურნალობა.

გახსოვდეთ, რომ ასთმის საუკეთესო პროფილაქტიკა არის ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება და სუნთქვითი ვარჯიშები. გისურვებთ ჯანმრთელობას!