BLOG

სასარგებლოა თუ არა ორთოპედიული კორსეტის ტარება ტანდეგობის გასაუმჯობესებლად?

By: | Tags: | Comments: 0 | May 27th, 2020

არსებობს ვარაუდი, რომ ზურგის სწორად დაჭერა, მხრების დაწევა და უკან გაწევა უზრუნველყოფს ლამაზ ტანდეგობას. ხოლო თითქოს ორთოპედიული კორსეტი ამაში სწრაფად დაგვეხმარება. სამწუხაროდ ეგრე არ არის.

არასწორი ტანდეგობა ანუ ზურგის სწორად დაჭერის შეუძლებლობა, არ არის დამოკიდებული თვითკონტროლზე. რა თქმა უნდა, თვითკონტროლი მუშაობს, მაგრამ ძალიან ხანმოკლე პერიოდი პერიოდის განმავლობაში. როგორც კი ჩვენ ყურადღებას გადავიტანთ, აღარ ვაქცევთ ყურადღებას ზურგის დაჭერის მომენტს, ხოლო ტანდეგობა ირღვევა.

მიზეზი ის არის, რომ ორგანიზმში არსებობს სომატური დისფუნქციები, რომლებიც ხელს უშლიან ზურგის სწორად დაჭერას თვითკონტროლის გარეშე. როდესაც აღმოიფხვრება დისფუნქციები, სწორი ტანდეგობა ხდება ბუნებრივი. სხეულისთვის კი ეს მდგომარეობა კომფორტულია.

მაშინ რა ხდება ორთოპედიულ კორსეტებთან დაკავშირებით?

ორთოპედიული კორსეტი არ ანაცვლებს საკუთარი კუნთების ფუნქციას: ის ვერ ქმნის ისეთ დამჭერ ძალას, როგორიც გააჩნია კუნთოვან კორსეტს.

ორთოპედიული კორსეტის ძირითადი ფუნქციაა- შეახსენოს ადამიანს მხრებზე მომჭერი რეზინების მეშვეობით, იმის შესახებ, რომ გასწორდეს ბეჭებში.

მაგრამ ხდება შემდეგი: ადამიანი ატარებს კორსეტს და ავიწყდება იმის შესახებ, რომ უნდა გასწორდეს.შედეგად ადამიანი იხრება ბეჭებში კორსეტის რეზინების საწინააღმდეგოდ. ტანდეგობა ირღვევა.

ეს ხდება ისევე როგორც ფიტნეს-დარბაზში. ასე ჩვენ ვივარჯიშებთ კუნთებს წონის საწინააღმდეგოდ და ვაძლიერებთ მათ, ამ შემთხვევაში კი – ძლიერდება ის კუნთები, რომლებიც იწვევენ ბეჭებში მოხრას.

ამგვარად, ორთოპედიული კორსეტის  რეგულარული და ხანგრძლივი  ტარების შედეგად ადამიანი უფრო იხრება და ტანდეგობაც ირღვევა.

როგორ აღვმოვფხრათ ტანდეგობის დარღვევა ეფექტურად და მივიღოთ ხანგრძლივი შედეგი?

პირველ რიგში, უნდა აღმოიფხვრას სხეულში არსებული ყველა ოსტეოპათიური დარღვევა.

მეორედ, აუცილებლად უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი კუნთოვანი კორსეტი და გავიძლიეროთ ის.

თუ ადამიანი წლების განმავლობაში დადიოდა ბეჭებში მოხრილი, კუნთები იმახსოვრებენ ამ მდგომარეობას, როგორც საჭიროს. კუნთების მიერ დამახსოვრებული მდგომარეობის შესაცვლელად, საჭიროა ოსტეოპათიური მკურნალობის, მასაჟის და აღდგენითი ფიტნესის კომბინირება.

ოსტეოპათიური მკურნალობა აღმოფხვრავს სომატურ დისფუნქციებს, მასაჟი და აღდგენითი ფიტნესი კი ასწავლის კუნთებს მუშაობის ახალ წესს: შეკუმშვას ფიზიოლოგიურად, სწორ ტონუსში ყოფნას. ეს ერთნაირად მუშაობს როგორც ზრდასრულებში, ისე ბავშვებში.

ოსტეოპათიური მკურნალობის სეანსების რაოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. მასაჟის და აღდგენითი ფიტნესის რეკომენდირებულ რაოდენობას კი შეადგენს 10 პროცედურა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდება და გაძლიერდება სწორი კუნთოვანი კორსეტი.

მის შესანარჩუნებლად საკმარისია დაკავდეთ თქვენთის სასიამოვნო ნებისმიერი ფიზიკური აქტიურობით.

გისურვებთ ლამაზ ტანდეგობას!

თქვენი ოსტეოპათიური ცენტრი